ისინი, პირადი სახსრების გამოყენებას ვერ ახერხებენ. ბანკის თანამშრომლები მოქალაქეებს მხოლოდ იმ განმარტებებს აძლევენ, რომ მათი პირადი თანხის გაცემა შეფერხებულია. თუ რატომ, “ამაზე პასუხს ბანკი ოფიციალურად 10 დღის ვადაში აცნობებს”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამგვარად შეზღუდული აღმოჩნდა კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტის დედის პირადი ანგარიშიც, რომელსაც სავარაუდოდ, როგორც ბანკში განუცხადეს, ხვალ ოფიციალურად შეატყობინებენ, თუ რა არის აღნიშნული შეფერხების მიზეზი.
აფხაზეთიდან სოფელ ოქუმიდან დევნილ თემურ ჯონჯუას, რომელიც კოალიცია “ქართული ოცნების” აქტივისტია და კარდაკარზე მუშაობდა, საქართველოს ბანკიდან პირადი ანგარიშიდან კვირაზე მეტია თანხა ვერ გამოაქვს.
“გურია ნიუსი” ამასთან დაკავშირებით თემურ ჯონჯუას ესაუბრა. “დაახლოებით შვიდი თვის უკან “საქართველოს ბანკში” გავხსენი ანგარიში. ბოლოს ბანკიდან თანხა ორი თვის უკან გამოვიტანე. რამდენიმე კვირის წინ მივედი “საქართველოს ბანკში“, საიდანაც პირადი ანგარიშიდან თანხა ვერ გამოვიტანე. ოპერატორმა მითხრა ეს არის ხარვეზი, რომელიც გამოსწორდებაო. უკვე კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერ არაფერი გამოსწორებულა. ბარათის ჩადების შემდეგ ბანკომატი იმდენად არა რეალური ციფრს მიჩვენებს მინუს 9 მილიარდიზე მეტს…
საუბრობენ რომ ეს “კარდაკარის” თანხააო, მაგრამ ეს ასე არ არის. ანგარიშზე საკუთარი თანხა მქონდა და ის ვერ გამომაქვს. მე როგორც ვიცი “კარდაკარის” თანხა ჯერ არ ჩაგვრიცხია,” – განაცხადა ჯონჯუამ.