_ უკვე მეორე დღეა, ვცდილობთ სიმართლის გარკვევას. არავინ არაფერს გვიხსნის. დღეს, რამდენიმე ადამიანმა წერილი შევიტანეთ “საქართველოს ბანკის” ლანჩხუთის ფილიალში და სიტუაციაში გარკვევა მოვითხოვეთ. წერილს ჯერ არ იტოვებდნენ, ეს ფილიალია და კანცელარია არ გვაქვსო. მოგვიანებით დაგვთანხმდნენ და დაიტოვეს. როგორც ვიცით, თბილისში ფაქსით გააგზავნეს, _ აღნიშნა ბიწაძემ.
მისივე თქმით, უცნობია, აპირებს თუ არა ბანკი პასუხის გაცემას: _ ამბობენ, რომ ეს არც კონტროლის პალატის მოთხოვნით მომხდარა და არც სასამართლოს გადაწყვეტილებითო. ტექნიკურ შეცდომას აბრალებენ. თუმცა, ამ ტექნიკურმა შეცდომამ, ადამიანს ლამის ინფარქტი დამართა. როგორც ჩანს, ეს ვიღაცის ინტერესებში შედის, რადგან მხოლოდ და მხოლოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანგარიშებზეა ეს პრობლემა, _ ამბობს ბიწაძე.
დაყადაღებული ანგარიშის მეპატრონეები, ბანკიდან სასწრაფო პასუხს ითხოვენ: _ ჩვენ ვერ გავაგებინეთ და იქნებ თქვენ დაგვეხმაროთ და გააგებინოთ. გამოვიდეს ბანკის წარმომადგენელი ტელევიზიით, პრესით და აგვიხსნას, რა ხდება. ასეთ გაურკვევლობაში სანამდე ვიყოთ?! ლამისაა გული გაგვისკდეს, _ ამბობენ “გურია ნიუსთან” საუბრისას “ქართული ოცნების” წარმომადგენლები.