პირველ ბლოკპოსტზე, სადაც გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები იდგნენ, გაცილებით მეტი სირთულე შეიქმნა, ვიდრე მეორეზე, სადაც სიტუაციას სამთავრობო დაცვის თანამშრომლები აკონტროლებდნენ. როგორც ჩანს, გურიის სამხარეო პოლიციის უფროსის გურამ ჩანტლაძის სურვილი, რომ “გურია ნიუსის” ჟურნალისტები შეხვედრაზე არ მოხვედრილიყვნენ, იმდენად ძლიერი იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ირმა ნადირაშვილის შუამდგომლობის მიუხედავად, მაინც გადარეკეს თავიანთ ხელმძღვანელობასთან. ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტებმა ნადირაშვილის თანხლებით მიაღწიეს სოფელ ბახვის ცენტრში.
ამ წუთებში “გურია ნიუსის” ჟურნალისტები იქ იმყოფებიან.