ბაილეთის რწმუნებულის სპარტაკ მამულაიშვილის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
_ნამდვილად გაოგნებულები ვართ, მე პირადად ვნახე წუხელ, ვესაუბრე, მეგობრებმაც ნახეს, არაფერი ზედმეტი არ შეგვინიშნავს, აზრზე არ ვართ, რა მოხდა, ყველანი გაოცებულები ვართ, ჩემი ინფორმაციით, მას ნამდვილად არ ჰქონდა ისეთი პრობლემები, რომ თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო, _ უთხრა “გურია ნიუსს” მამულაიშვილმა.