სახანძროს ერთმა ავტომანქანამ მხოლოდ პირველ დღეს ეცადა მისი ჩაქრობა, თუმცა, შენობა ამის შემდეგ სამი დღის განმავლობაში იწვოდა. განადგურდა უამრავი საამშენებლო მასალა, რომლის გადარჩენა შეიძლებოდა.
მიუხედავად მრავალჯერ თხოვნისა, მთავრობა ვერ ახერხებს ნახანძრალი ადგილის ნანგრევებიდან გათავისუფლებას, რაც სოფელს ძალიან ცუდ ელფერს აძლევს. ამ შენობის ნანგრევების ფონზე, ყოველ წლის აგვისტოში ასკანელთა ზეიმი “ასკანობა” იმართება.
სოფელში დიდი მიგრაციაა, შობადობა ნულის ტოლია, 80-მდე ოჯახი სამუდამოდ დაკეტილია, თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, 15-20 წელიწადში სოფელი აღარ იარსებებს, მხოლოდ მწყემსების სამფლობელოდ გადაიქცევა.
ასე გამოიყურება ასკანის სკოლის რამდენიმე წლის წინ დამწვარი შენობა,
რომლის ფონზეც, ყოველ წელს “ასკანობა” იმართება
ხმა დაირხა, სოფელ მშვიდობაურში გველებისა და ხვლიკების ინკუბატორი გაჩნდაო. აქ მრავალსართულიანი სასტუმრო იყო აშენებული, რომელიც, გასაღების გადაბრუნებაც ვერ მოესწრო, ისე დაიშალა და გაიყიდა, დარჩა მხოლოდ ნანგრევები, რომლის გაწმენდა დღემდე ვერ ხერხდება.
დანგრეული სასტუმრო, რომელიც ახლა ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული
სასტუმროს ახლოს აშენებული იყო საცურაო აუზი, სტანდარტების დაცვით. მისმა გახსნამ დიდი სიხარული მოუტანა სოფლის ახალგაზრდობას, აუზი აივსო წყლით და ცურვის მოყვარულნი სიამოვნებით ნებივროდნენ, მაგრამ მალე ესეც დაიშალა და დღეს ასე გამოიყურება.
ყოფილი საცურაო აუზი
სოფელ მშვიდობაურის კლუბი უნიკალური მასალებით იყო აშენებული, აქ იყო სასტუმრო, სხვადასხვა კაბინეტები, რომელიც დღეს ცხოველთა თავშესაფრად არის ქცეული. შენობა თხის ცურცლებითაა სავსე, სახურავზე კი მრავალწოვანი ხეები აღმოცენდა.
ასე გამოიყურება დღეს მშვიდობაურის ყოფილი კლუბი