ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ირაკლი ცაავა სახლში მიუვარდა ემზარ ცაავას, სადაც იმყოფებოდა ემზარ ცაავას შვილები და მეუღე, რომლებიც იარაღის მუქარით გაყარა მეორე ოთახში.
ემზარ ცაავა: “ჩამკეტა ოთახში, გადააყირავა მაგიდა, დალეწა ყველაფერი და იარაღის მუქარით მემუქრებოდა, თავი დამენებებინა პოლიტიკური საქმიანობისთვის. მაგიდის გადაყირავების დროს, გაქცევა მოვახერხე. ორი საათის შემდეგ კი სახლში დავბრუნდი.
კოალიცია “ქართული ოცნების” ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელის, მერაბ ქვარაიას განცხადებით, მათ აქტივისტებზე ხორციელდება ზეწოლა და ისმინება ტელეფონები.
_ ჩვენი წარმომადგენლები, რევაზ ხულორდავა და სერგო ჩაჩიბაია დაკავებულები არიან და მათი საქმე ამერიკის სახელმმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში არის შესული. მივმართავთ ხელისუფლებას და ძალოვან სტრუქტურებს, რომ აღკვეთილი იქნას ასეთი შემთხვევები. პოლიცია არის ხალხის და იქნება ხალხის, _ ამბობს ქვარაია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორულში, რამდენიმე დღის წინ, იმყოფებოდა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც შეხვდა სოფლის მცხოვრებლებს.