“მოვითხოვთ რეალურ საარჩევნო ხმებს!” “არა გაყალბებას!”, “შეწყდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ზეწოლა ამომრჩეველზე!” _ ამ ტრანსპარანტებით კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ქუჩები შემოიარეს. ისინი გზადაგზა სკანდირებდნენ, საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან კი რამდენიმე წუთით შეჩერდნენ და მოუწოდეს, ზუსტი სიებითა და გაუყალბებელი არჩევნებით წავიდნენ მომავლისკენ.
მსვლელობის პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა, მათ გზადაგზა ხალხი სოლიდარობას უცხადებდა მისალმებითა და მანქანის სიგნალებით, ზოგი მათგანი შეუერთდა კიდეც მსვლელობას.