როგორც “გურია ნიუსისთვის” არის ცნობილი, საქართველოს პრეზიდენტი “ვერის უბნის მელოდიებს” დაესწრება, რომლის ჩვენებაც, დღეს, 20 საათზეა დაგეგმილი. უკვე ორი დღეა, ამ სპექტაკლზე დასასწრებად, ბილეთები ჩქარ ტემპში იყიდება.
საქართველოს პირველ პირს, ოზურგეთში ხვალ ასევე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზეც ელოდებიან. ხვალ, აგრეთვე, დაგეგმილია ქართველი მომღერლების კონცერტი. რაც შეეხება ბერას კონცერტს, ის 12 სექტემბერს შედგება. ხოლო, კონცერტისთვის, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად უნდა გაიმართოს თეატრალურ მოედანზე, ამ წუთებში სცენას ამონტაჟებენ. სწორედ, ამ ადგილას სურდა ბერა ივანიშვილს კონცერტის გამართვა, მაგრამ ხელისუფლებამ რკინიგზის სადგურის მოედნისკენ მიუთითა.