როდესაც “გურია ნიუსმა” ჰკითხა, _ ჰქონდა თუ არა მას საშვი, რამიშვილმა გაგვიცხდა: “რაში მჭირდება 80 წლის ქალბატონს საშვი?!” მისი თქმით, სურს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პირადად შეხვდეს, მაგრამ რამდენად მოახერხებს ამას, უცნობია.
აქვე იმყოფება ლალი გიორგაძე, ჩოხატაურიდან. მისი თქმით, პატიმარი შვილი ჰყავს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. არის სოციალურად დაუცველი და პირადად აპირებს პრეზიდენტისთვის წერილის გადაცემას, რადგან ბახმაროში ვერ მოახერხა და დაცვას გადასცა.
მაგრამ, ქალბატონმა ლალიმ ვერც ოზურგეთში მოახერხა წერილის გადაცემა პრეზიდენტისთვის, რადგან სამართალდამცავებმა, რომლებიც VP ზონას აკონტროლებენ, წერილი ჩამოართვეს.
_ ბატონო პრეზიდენტო, იქნებ მომაქციოთ ყურადღება და დამეხმაროთ. ჩემი შვილი 27 ივლისს დააკავეს და მისი ჯანმრთელობა არის გართულებული – მიმართავს ლალი გორგოძე პრეზიდენტს.