_ მე, მიხეილ სააკაშვილს სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მანამდე შევხვდი ზესტაფონში და წერილიც გადავეცი, სადაც ჩემი გაჭირვების შესახებ ეწერა. მაშინ ასე მითხრა, _ როგორც კი პრეზიდენტი გავხვდები, ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებო.
წინამძღვრიშვილის #44 ნომერში ვცხოვრობ, ყოველდღე შეიძლება დაინგრეს ეს საცხოვრებელი სახლი, სადაც მე და ჩემი ბიძა ვცხოვრობთ. იმის შემდეგ რამდენი წელი გავიდა, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, მის მეუღლესთან სანდრა რულოვსთანაც ვიყავი და სწორედ ასეთი რამ მითხრა, როგორც კი ჩემი მეუღლე გახდება პრეზიდენტი, აუცილებლად დაგეხმარებაო, მაგრამ ჩემთვის არავის მოუხედავს და სოციალური დახმარებაც კი მომიხსნეს. მივმართავ, პრეზიდენტს, ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ, სახლი არ დამეგრეს და შიგ არ მოვყვეთ მე და ჩემი ბრმა ბიძა, _ გვითხრა დიანა სულაქველიძემ.