_ მეც რამდენიმე წუთის წინ გავიგე. წარმოდგენა არ მაქვს რა არის მიზეზი. რამდენიმე დღის წინ, მესტიაში, საოლქოში სხდომა იყო და იქ შელაპარაკება მოხდა. ამბობენ, რომ ამის გამოა დაკავებული, _ გვითხრა ხატისკაცმა.
კახა ჟორჟოლიანი მესტიაში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წევრია. ხატისკაცი ეჭვობს, რომ მისი მეუღლის დაკავება პირდაპირ კავშირშია არჩევნებთან.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულთან ადვოკატს ამ დრომდე არ უშვებენ.