ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, მესტიის საოლქო საარჩევნო კომისიაში ინციდენტი მოხდა. საოლქოს თავმჯდომარემ ჟორჟოლიანის სიგარეტი აიღო, რაზეც ამ უკანასკნელმა საყვედური უთხრა _ რატომ აიღე დაუკითხავად ჩემი სიგარეტიო. თვითმხილველების თქმით, სწორედ ამის გამო გამოიძახეს პოლიცია. თუმცა, ჟორჟოლიანის დაკავება, ინციდენტიდან მესამე დღეს მოხდა.