“ქართულ ოცნებას” 43 692 ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, “ნაციონალურ მოძრაობას” _ 20 020-მა, “ქრისტიან-დემოკრატებმა” _ 1327-მა, “ახალი მემარჯვენეებს” _ 287-მა, “ლეობორისტებს” _ 732 ამომრჩეველმა.
კოალიცია ლიდერობს მაჟორიტარებშიც _ მურმან დუმბაძეს 42 263 ხმა აქვს, გიორგი ბარამიძეს კი 20 945.
რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, აქ კოალიციის სახელით მაჟორიტარებში აკაკი ძნელაძე იბრძოდა უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად. მას 41 389 ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა, ხოლო ბათუმის ყოფილ მერს, რობერტ ჩხაიძეს 20 364 ამომრჩეველმა.
პროპორციულად აჭარის უმაღლეს საბჭოში “ნაციონალურ მოძრაობას” 20 217 ხმა ერგო, “ქართულ ოცნებას” _ 44 165, “ქრისტიან-დემოკრატებს” _ 1437, “ლეიბორისტებს” _ 838, “თავისუფალ საქართველოს” – 360.































































