ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ეს ყველაფერი ჩქარ ტემპში მოხდა.
_ ბავშვები იყო შენობასთან ახლოს და ძვლის გადაურჩნენ მინის ნამსხვრევებს. ეს, იცით, რის ბრალია? ჩქარ ტემპში რომ აშენებენ ყველაფერს და არავინ არ კითხულობს, რომ ასე შეიძლება თუ არა, _ გვითხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აფთიაქში არ აკეთებენ. “გურია ნიუსმა” შენობის მეორე მხარეს დააფიქსირა, რომ კიდევ ერთი მინაა გაბზარული. ამ ადგილზე ყოველთვის ხალხმრავლობა და თუ დროზე არ მიექცა ყურადღება, შესაძლებელია, მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.