2012 წლის 9 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომა ჩატარდა, რომელსაც მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა. მთავრობის სხდომის დაწყებისთანავე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თბილისის მერს შორის სოციალური შეღავათების აღდგენასთან დაკავშირებით კამათი გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა თბილისის მერთან საუბრისას აღნიშნა, რომ სხდომაზე სოციალური საკითხები არ განიხილებოდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა სხდომათა დარბაზი დატოვა.
თბილისის მერია მთავრობის სხდომის იმ ვიდეო მასალის ჩანაწერის გავრცელებას ითხოვს, სადაც პრემიერ-მინისტრი თბილისის მერთან საუბრისას აფიქსირებს, რომ ის არ აპირებს სოციალური საკითხის განხილვას. სხდომათა დარბაზში ბიძინა ივანიშვილისა და გიგი უგულავას საუბარი კანცელარიის პრეს-სამსახურის პირადი კამერით იქნა გადაღებული. აღნიშნული მასალა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის მიხედვით არის საჯარო ინფორმაცია და შესაბამისად ვითხოვთ მის გასაჯაროებას.