“დავით ბედია, აჭარის შსს მინისტრობისას, შემჩნეულია სხვადასხვა დარღვევებში. ის იბარებდა ბიზნესმენებს და სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე აიძულებდა თანხების გადარიცხვას. იგი, ასევე, მისთვის არასასურველ კადრებს ძალოვან სტრუქტურებში, აიძულებდა დაეწერათ განთავისუფლების შესახებ განცხადება, თორემ დაჭერით ემუქრებოდა. ვინც არ დაემორჩილა, ციხეში გაუშვა, რომელთა ერთადაც მე ვიხდიდი სასჯელს,” _ ამბობს ბაკურიძე.
თამაზ ბაკურიძე ბედიას განთავისუფლებას და მისი საქმიანობის გამოძიებას ითხოვს. ბაკურიძის თქმით, წინა ხელისუფლების დროს კრიმინალში შემჩნეული პიროვნებები ხელისუფლებაში არ უნდა დარჩნენ.
“გურია ნიუსმა”, მცდელობის მიუხედავად, ბედიასთან დაკავშირება ვერ შეძლო, თუმცა, კვლავ ვეცდებით, მკითხველს მისი კომენტარიც შევთავაზოთ.