შეგახსენებთ, რომ სოჭი-სოხუმის სარკინიგზო მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ საქართველოს თანხმობის განცხადება ქუთაისში საქართველოს რეინტეგრაციის ახლადდანიშნულმა მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა გააკეთა.
“ზაქარეიშვილი, როგორც პოლიტიკური ანალიტიკოსი სომხეთში ჩამოსვლისას ყოველთვის უჭერდა მხარს აფხაზეთის დეიზოლაციას, როგორც კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებას. ეკონომიკური ურთიერთობების აქტივიზაცია შესაძლოა, საქართველოსთან კონფედერაციის ფორმატის განხორციელებით დასრულდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ აფხაზური მხარე ამ ვარიანტის წინააღმდეგ გამოდის,” – აღნიშნა საფრასტიანმა.
_ რკინიგზის გასხნა, მომგებიანია სქართველოსთვისაც, დღევანდელი უალტერნატივო დასავლეთ-აღმოსავლეთის მარშრუტთან ერთად, ჩრდილოეთ-სამხრეთის ახალ სატრანსპორტო კორიდორს მიიღებს. ეს კი საქართველოს აზერბაიჯანზე და თურქეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს, თუმცა, ამ უკანასკნელის უკმაყოფილებასაც გამოიწვევს. საქართველოში დაახლოებით 28 ათასი კომპანიაა რომელიც თურქული კაპიტალით მოქმედებს, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბალანსი კი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამიტომაც თურქულ მხარეს ასეთი ბალანსის შენარჩუნება აწყობს, _ აღნიშნა საფრასტიანმა.
საფრასტიანმა გაიხსენა, რომ ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ, საქართველოს თურქული მსხვილი ბიზნეს დელეგაცია სტუმრობდა. – “მათი ინტერვიუების გაცნობის შემდეგ, შესაძლოა დავინახოთ, რომ ვიზიტის მიზანი, იმ სამუშაო პირობების გაგება იყო, რომელსაც ახალი ხელისუფლება შესთავაზებს. თავის დროზე, ივანიშვილი სააკაშვილს აკრიტიკებდა თურქებისათვის კომფორტული პირობების შექმნისათვის,” – განაცხადა საფრასტიანმა და დასძინა, რომ ნაკლებ სავარაუდოა, ისეთმა გამოცდილმა მეწარმემ, როგორიც ივანიშვილია, საქართველოში თურქული კაპიტალი შეზღუდოს, მითუმეტეს, რომ რკინიგზა რუსეთის მიმართულებით თურქეთსაც გამოადგება.
სომეხ ჟურნალისტებთან საუბრისას კი აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ განაცხადა, რომ გზის გახსნა აფხაზეთისათვის მიუღებელია, რადგანაც ამით საქართველო დევნილთა დაბრუნების ორგანიზებას შეეცდება.