მის თქმით, ამ დროისთვის პროკურატურაში აღძრულია საქმე, მტკიცებულებათა გაყალბებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ბრალდების მხარის ძირითადმა მოწმეებმა _ მესაზღვრეებმა განაცხადეს, რომ ჩატაევის მამხილებელი ჩვენება იძულებით დააწერინეს. პროკურატურა შიშობს, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულებები პროცესის ბოლომდე ვერ მიიტანოს. ამიტომაც გამოძიების დასრულებამდე თანახმაა, ახმედ ჩატაევი გათავისუფლდეს.
სასამართლო საქმის გამოძიების დასრულებამდე ჩატაევს ეკრძალება საქართველოს დატოვება.