_ უპირველეს ყოვლისა, დაჩქარებული წესით აღსდგება ლაითურისა და მერიის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. ამის შესახებ დავალებები უკვე გაცემულია. მეორე _ მთავრობა დახმარებას გაუწევს ოზურგეთელ მეციტრუსეებს პროდუქციის ადგილებზე ჩაბარებასა და ლარსის გამშვები პუნქტის გავლით რუსეთში გატანაში. ამისთვის საჭიროა ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერა, რასაც გავაკეთებთ. საჭიროა მოხდეს ამ საქმის სასწრაფო კოორდინაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. აქაც დავალებები უკვე გაცემულია.
ამას გარდა, უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული პოტენციალი ოზურგეთსა და აჭარაში, სადაც შესაძლებელი იქნება გადამამუშვებელი მრეწველობისთვის გამოსადეგარი ციტრუსების იმ ნაწილის რეალიზაცია, რომელიც შენახვას აღარ ექვემდებარება. მთავრობა მზადაა, ასეთი ხარისხის პროდუქციაში 12-დან 20 თეთრამდე დაფინასება უზრუნველყოს. ამ ამოცანების გადასაჭრელად ახლა დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მის ახალ ხელმძღვანელობას, – განაცხადა ჩვენთან საუბრის დროს ზვიად კვაჭანტირაძემ.