ჩვენ ყურადღება ამჯერად იმ გოგონაზე შევაჩერეთ, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა იმ გახმაურებულ ავარიას, სადაც 7 კაცი ადგილზევე დაიღუპა. თამთა კუტალაძეს ოპერაცია აქვს გასაკეთებელი და მისი მშობლები დახმარებას ითხოვენ: _ ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ თამთას დავეხმაროთ, _ გვითხრა ტყეშელიაძემ.
როგორც აღმოჩნდა, მსგავს სიტუაციებში მოქალაქეებისთვის დასახმარებლად მხოლოდ 300 ლარი იყო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, მომავალი წლიდან ეს თანხა 500 ლარამდე გაიზრდება.