“საპროცესო შეთანხმება გახდა ფულის ამოღების და ლეგალური დაყაჩაღების მექანიზმი, როდესაც სასამართლო არ არსებობდა და დაცვა იგნორირებული იყო. საკითხი იდგა ისე, რომ მოაწერდი ხელს საპროცესო შეთანხმებას, გადაიხდიდი ფულს და ეს იყო გადარჩენის ერთადერთი საშუალება.
მე პირადად ვთვლი, რომ რაღაც ეტაპზე ეს ამოღებულიც უნდა იყოს, რადგან სამართალი ფულზე არ უნდა იყიდებოდეს. დღეს არის განცდა იმისა, რომ საპროცესო შეთანხმებით სამართალი იყიდება და მოჰყავთ მაგალითები, როდესაც ორი ადამიანიდან, რომლებმაც ერთობლივად ჩაიდინეს დანაშაული, გარეთ არის ის, ვინც ფული გადაიხადა. ეს არის საზოგადოებისთვის სამართლის გაყიდვის ლეგალური სქემა. ჩემი პირადი სუბიექტური აზრია, რომ საპროცესო შეთანხმებაში აქცენტი უნდა გაკეთდეს საპატიმრო ან არასაპატიმრო სასჯელზე, ან პატიმრობის ვადის გადახედვაზე და არა ფულზე,“ _ აცხადებს მთავარი პროკურორი.