_ ჟურნალისტებისთვის ყველა კარი ღიაა და შეგიძლიათ საშვის გარეშე გადაადგილება, თუ რა თქმა უნდა, სპეციალური ან პროტოკოლით დაგეგმილი ღონისძიება არ ტარდება, _ გვითხრა კოტე შარაშენიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ 2013 წლის იანვრიდან შევა ცვლილება იმის შესახებ, თუ ვის ექნება კონკრეტულად საშვის გარეშე შენობაში შესვლის უფლება.
„გურია ნიუსის“ მკითხველს კი შევახსენებთ, რომ საშვთა სისტემის შემოღება გურიის სამივე მუნიციპალიტეტში კონტროლის პალატის საყოველთაო დაკითხვებს უკავშირდება, სწორედ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თურმე არსებობდა დადგენილება, რის საფუძველზე საშვის გარეშე გვეკრძალებოდა ადმინისტრაციულ შენობაში შესვლა. თუმცა, კანონი ყველასთვის არ კანონობდა და “გურია ნიუსის” ჟურნალისტებმა რამდენჯერმე დავაფიქსირეთ თუ როგორ გადაადგილდებობდნენ ჩვენთვის უცნობი პირები შენობაში საშვის გარეშე.