სამინისტროს ინფორმაციით, 1989 წელს დაბადებული ირაკლი მ-ა (წარსულში ნასამართლევი), 1987 წელს დაბადებული დავით ვ-ი, 1989 წელს დაბადებული გიორგი ლ-ი (წარსულში ნასამართლევი), 1990 წელს დაბადებული იაგო ქ-ი (წარსულში ნასამართლევი) და 1981 წელს დაბადებული ჯამბულ ა-ი დღეს, გამთენიისას, დაახლოებით 3 საათზე მამედოვების ოჯახში შეიჭრნენ და ფული და ოქრო მოითხოვეს.
ცეცხლსასროლი და ცივი იარაღებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელებმა ოჯახის ყველა წევრი წებოვანი ლენტით შეკრეს და პირი აუკრეს, 19 წლის ბაბექ მამედოვს კი, თითის მოჭრითაც დაემუქრნენ.