_ ვიცით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავისი არჩევანი შესანიშნავად გამოხატა და უარი უთხრა იმ რეჟიმს, რომელიც 9 წლის განმავლობაში იდგა ქართველი ერი. სააკაშილის ხელისუფლელბა დამარცხდა და მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომელიც გვპირდება ყველაფერ კარგს, მხოლოდ ერთი რამ გვიშლის ხელს, რადგანაც შემორჩენილი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენები. მაპატიეთ ამ სიტყვისთვის და აქედან ერთ-ერთი არის საქართველოს პრეზიდენტი, _ განაცხადა აქციის დროს ლელა ნაცვალაძემ.
აქციას ასევე შეურთდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი კოტე შარაშენიძე, რომელმაც აქციის დროს, მიხეილ სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ხელიც მოაწერა. აქციას, ასევე რამდენიმე საჯარო მოხელეც შეურთდა.
პ.ს. აქციაზე მისულიმა გურულებმა ეს ფაქტი იუმორის გარეშე არ დატოვეს. ასეთი დიალოგი შედგა ორ გურულს შორის.
_ საი, იყავი აქამდე?
_ რა იყო, დავაგვიანე?
_ სანამდე შენ არ მოაწერ ხელს, მიხეილი მანამდე წასვლას არ აპირებს და ჩქარა, მოასწარი, აბა, შენ იცი…