რის მიხედვითაც მოქალაქეების, განსაკუთრებით ჟურნალისტების, გამგეობა-საკრებულოს შენობაში თავისუფლად გადაადგილება შეიზღუდა.
იმ დროიდან შენობის შესასვლელში გაჩნდა ბარიერი და საშვის გარეშე შესვლა აიკრძალა. სადღეღამისო დაცვის თანამშრომლები გაფრთხილებულნი იყვნენ, მკაცრად გაეკონტროლებინათ შენობაში მოქალაქეების მიმოსვლის პროცესი. ამან დიდი პრობლემები შეუქმნა ჟურნალისტებს _ საშვის გამოწერასა და იმის დადგენას, იმყოფებოდა თუ არა კონკრეტული პირი ადგილზე, დრო სჭირდებოდა, რის გამოც გვიანდებოდა მასალის მომზადება და მისი მიწოდება მკითხველისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც რომელიმე ჩინოვნიკი ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა, იმის გამო, რომ ჟურნალისტებთან შეხვედრა არ სურდა, სატელეფონო საუბრისას კი ამბობდა, რომ გასული იყო ან ამ მცდარ ინფორმაციას საშვთა ბიუროში გვაწვდიდნენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალმა ხელისუფლებამ ეს უხერხულობა მოხსნა _ ბარიერი აღებულია და, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ადმინისტრაციულ შენობაში გადაადგილება ნებისმიერი პირისთვის თავისუფალია.