ზაუტაშვილის მტკიცებით, სტატუსის შეცვლაზე კომუნიკაცია შედგა ავიაციის დეპარტამენტთან და ეკონომიკის სამინისტროთან. კომპანიის დირექტორის თქმით, “აირზენა” წლების წინ ბაზრის 60%-ს ფლობდა, ამჟამად კი მისი წილი მხოლოდ 8-9%-ია.
“აირზენა _ საქართველოს ავიახაზები” ფრენებს ძირითადად ევროპასა და დასავლეთ აზიაში ახორციელებს. მისი ძირითადი ბაზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს.
აირზენა 1994 წლის სექტემბებრში დაარსდა.1999 წლიდან ის კომპანია “ეარ ჯორჯიას” შეერწყა და “აირზენა _ საქართველოს ავიახაზები” ეწოდა.