მისი თქმით, არსებობს ადამიანების წამების ისეთი გაუგონარი ფაქტები, როგორიცაა მიწაში კისრამდე ჩაფლული კაცზე ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად, ასევე აღიარებითი ჩვენების მოსაპოვებლად თვალწინ ოჯახის წევრის გაუპატიურება. ამასთან, მთავარმა პროკურორმა არ დააკონკრეტა, არსებობს თუ არა ამ ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა.
თუმცა არ გამორიცხავს, რომ პროკურატურა ამ ფაქტების შესახებ მეტ ინფორმაციას გაავრცელებს.