“2013 წლის 10 იანვარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქემ – კობა ნადირაძემ განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, შენობის მე-6 სართულზე გადაადგილებისა და სხდომაზე დასწრების შესაძლებლობის არ ქონის გამო, რაც მხედველობაში იქნა მიღებული სასამართლოს მიერ და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ მოქალაქეს ეცნობა წერილობით.
გაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობა ადაპტირებულია ნაწილობრივ. იმისათვის, რომ ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მიეცეს საშუალება დაესწროს სასამართლოს პროცესს და არ მოხდეს მათი უფლებების დარღვევა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეების, მათ შორის – კობა ნადირაძის მონაწილეობით, სასამართლო სხდომები გაიმართება შენობის პირველ სართულზე განთავსებულ დარბაზში , სადაც ისინი დაუბრკოლებლად შეძლებენ სასამართლო პროცესზე დასწრებას. ამასთანავე, სასამართლოს მანდატურის სამსახური უზრუნველყოფს ყველა მათგანის გადაადგილებასთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას და დახმარების გაწევას.
თბილისის საქალაქო სასამართლო მიესალმება სახალხო დამცველის მყისიერ რეაგირებას, გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს ყველა უწყებასთან და შეძლებისდაგავარად გაიზიაროს და მხედველობაში მიიღოს რეკომენდაციები, რათა საქართველოს კონსტიტუციის №42 მუხლის თანახმად, დაცულ იქნას ყოველი ადამიანის უფლება – ,,თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. _ ნათქვამია განცხადებაში.