ამის შესახებ განცხადებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ავრცელებს.
“2013 წლის 19 იანვარს, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლდა 175 მსჯავრდებული.
ა/წ 19 იანვრის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებები დატოვა 922-მა მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა.
სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე პირობითი მსჯავრი მოეხსნა 30-მდე პრობაციონერს. №1 დაწესებულება _ 63; №2 დაწესებულება _ 73; №3 დაწესებულება _ 53; №4 დაწესებულება _ 34; №5 დაწესებულება _ 16; №6 დაწესებულება _ 67; №7 დაწესებულება – 6; №8 დაწესებულება _ 219; №9 დაწესებულება _ 150; №11 დაწესებულება _ 0; №12 დაწესებულება _ 77; №14 დაწესებულება _ 92; №15 დაწესებულება _ 156; №16 დაწესებულება _ 153; №17 დაწესებულება _ 216; №18 დაწესებულება _ 26; №19 დაწესებულება _ 49;” _ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.