ამასთან დაკავშირებით განცხადებას “თავდაცვის სამინისტროს” პრესსამსახური ავრცელებს.
“კანადელი სტუმარი დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა ირაკლი ძნელაძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი პოლკოვნიკმა ქრისტოფერ კილფორდმა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა დავით ნარდაიამ მოაწერეს. საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობა კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.”-ნათქვამი განცხადებაში