პირველ ნაწილში ორგანიზაციამ წარმოადგინა 31 დეკემბრის მდგომარეობით მიღებული ცხრა დაწესებულების შესახებ ინფორმაცია, ახლა კი შემოგთავაზებთ დარჩენილი თორმეტი უწყებიდან მიღებული საჯარო ინფორმაციის ანალიზს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ პრემიების შესახებ ინფორმაცია სრულად მოგვაწოდა. როგორც ირკვევა, რამაზ ნიკოლაიშვილმა თებერვლის გარდა იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით ყველა თვეში აიღო პრემიები – ყოველთვიურად 3 540 ლარი (ხელფასის ერთმაგი ოდენობა), ხოლო აპრილში, სავარაუდოდ თებერვლის პრემიის ასანაზღაურებლად, ორჯერ მეტი – 7 080 ლარი. ასევე გაგრძელდა მისი შემცვლელის, ლაშა მგელაძის შემთხვევაშიც, რომელმაც მინისტრის პოსტზე ყოფნის ორივე თვეში 3 540 ლარის პრემიები აიღო. რაც შეეხება დავით ნარმანიას, რომელიც ოქტომბრის მერე დაინიშნა მინისტრის თანამდებობაზე, მას ნოემბრის თვეში პრემია არ აუღია.