პარტიის პოლიტსაბჭო 21 წევრით განისაზღვრა, ხმათა უმრავლესობით პოლიტსაბჭოს წევრებად აირჩიეს ელისო ჩაფიძე, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, ირინა იმერლიშვილი, ივანე კიღურაძე, ირაკლი ტრიპოლსკი, ირაკლი სესიაშვილი, თამაზ ავდალიანი, ზვიად კვაჭანტირაძე, ზაქარია ქუცნაშვილი, მურმან დუმბაძე, ნოდარ ხადური, კახა კალაძე, ზურაბ აზმაიფარაშვილი, დავით ფაცაცია, ირაკლი ჟორჟოლიანი, ალი ბაბაევი, გივი ჭიჭინაძე, დავით საგანელიძე, უჩა მამაცაშვილი და მანანა კობახიძე.
ყრილობაზე აგრეთვე აიჩიეს სარევიზიო კომისია, რომლის წევრებად ხმათა უმრავლესობით დამტკიცდნენ – ამირიან მჭედლიშვილი, მედეა ვასაძე, ცოტნე ზურაბიანი, ოთარ ჩრდილელი, გიორგი არეშიძე, შალვა შავგულიძე და კოტე მურადაშვილი.
ყრილობაზე „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარედ პრემეირ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იქნა არჩეული.