და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ყოფილ გამგებელთან და პარტიის ადგილობრივ ლიდერთან _ გია გოგუაძესთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისს ეწვია. მუნიციპალიტეტის გამგეობაში გუბერნატორის სტუმრობის შესახებ, ინფორმაცია ვერავინ დაგვიდასტურა. სტუმრობის მიზნის შესახებ თავად გუბერნატორს ვკითხეთ, რომელმაც ასეთი პასუხი გაგვცა: “მე ვარ სამი რაიონის გუბერნატორი; აქედან გამომდინარე, უფლება მაქვს იქ წავიდე, სადაც მომესურვება. რაც შეეხება, გია გოგუაძესთან ერთად რას ვაკეთებდი, ეს თქვენთვის საინტერესო არ იქნება”.