საღამოში მონაწილეობენ პოეტები: ტარიელ ხარხელაური; ბაღათერ არაბული; მარიამ წიკლაური; ლადო ჭინჭარაული; გელა დაიაური; ლელა გაბური;
მინდია არაბული; მერაბ არაბული; გიო არაბული; თემო არაბული; მართა ჭინჭარაული; ნათია ჭინჭარაული; ლია ლიქოკელი; მინდია გოგოჭური; კობა არაბული.
ანსამბლები: დები გოგოჭურები; დები ზვიადაურები; მომღერლები: ნონა ლიქოკელი,ანი ჭინჭარაული.
საღამოს გაუძღვება ნინო ჭინჭარაული და საღამოს დასასრულს, ნებისმიერ მსურველს შეეძლება თავისი მოსაზრება გამოხატოს.
დასწრება თავისუფალია და როგორც აღვნიშნეთ, საღამო საქველმოქმედოა. ამიტომ, შესაწირის ყუთები დაიდგმება დარბაზშივე. ასევე, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ საჩუქარი ტანსაცმლის, წიგნების, სასკოლო ნივთების სახითაც მიიტანოთ; შეგროვებული შესაწირი გადაეცემათ ბარისახოსა და შატილში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს.
ბავშვებისთვის საჩუქრები ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიტანოთ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარში).
საღამოს ორგანიზატორები ელოდებიან ყველას, ვისაც უყვარს და გული შეტკივა ხევსურეთზე.