ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე ბაზაზე ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-2 ოცეულს ამავე ბატალიონის მე-3 ოცეული ჩაენაცვლა. როტაციის პროცესი ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა.
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში შეასრულებენ. ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 ოცეულმა უკვე გადაიბარა ფუნქცია-მოვალეობები. ოცეულმა სამშვიდობო ოპერაციის მოსამზადებელი წვრთნები ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისში”, ნატო-ს სტანდარტების სრული დაცვით გაიარა. ISAF-ისთვის მომზადების პროგრამის ფარგლებში, მათ პატრულირება, ჩხრეკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, ჩეკ-პოინტების მოწყობა და მოქმედების წესები შეისწავლეს.
მე-2 ოცეული ექვსი თვის განმავლობაში მისიას წარმატებით ასრულებდა. ფრანგულმა სარდლობამ 49 ქართველი სამხედრო მოსამსახურე ნატოს ISAF-ის მედლით დააჯილდოვა.
ქართველი სამშვიდობოები ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში, ქაბულში, რეგიონალური სარდლობის შტაბ-ბინაში მდებარე”ვორჰაუზ”-ის ბაზის უსაფრთხოებას 2009 წლის ნოემბრიდან იცავენ. 2012 წლის იანვრამდე, მისიას სამშვიდობო ასეული ასრულებდა, რომელიც გაძლიერებულმა ქვეითთა ოცეულმა ჩაანაცვლა, _ იუწყება თავდაცვის სამინისტრო.