რომლითაც მან გაზაფხულზე საპროტესტოაქცია დააანონსა. მერაბიშვილმა შეკრებისკენ საზოგადოების იმ ნაწილს მოუწოდა, ვისთვისაც მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი.
“როდესაც აქცია ტარდება მნიშვნელოვანია არ არის მხოლოდ ის, რა თემაზე ტარდება აქცია, არამედ ის, თუ ვინ ატარებს. ამ აქციის გამოცხადება არის სრულიად ნათელი და ცალსახა ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონფრონტაციის გაგრძელების, რასაც ეს პარტია 1 ოქტომბრის შემდეგ ეწევა. ეს არის 8 თებერვლის კონფრონტაციის გაგრძელება, მაგრამ ეს არ არის მათი პრობლემა. ეს არის ხელისუფლების პრობლემა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, ვანო მერაბიშვილის დაანონსებული აქცია სრულიად მშვიდობიანად ჩატარდეს.
თუ აქციის ორგანიზატორები თავად არ იქნებიან ძალადობის ინიციატორები და ინსპირატორები, საქართველოს ხელისუფლებას შესწევს უნარი, რომ უზრუნველყოს შეკრების თავისუფლების დაცვა,” _ განაცხადა თინა ხიდაშელმა “პრაიმ-თაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.