როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თამაზ ჯინჭარაძემ გვითხრა, ახალი აიპი კურორტის განვითარებას მიხედავს:
_ ბახმაროში უამრავი პრობლემაა. პირველ ეტაპზე აიპ-ს მხოლოდ ხელმძღვანელი ეყოლება, სეზონზე კი ბუღალტერი და ერთი სპეციალისტი დაემატება. აიპ-ის მოვალეობაში შედის მოსაკრებლების ამოღება და კურორტზე პირობების შექმნა, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, ამ სეზონზე ბახმაროს დამსვენებელი არანაირი გადასახადს ხელზე არ გადაიხდის: _ ყველაფერი იქნება კანონიერად ანუ საბანკო გადასახადებით და ფულთან შეხება აიპ-ის თანამშრომლებს არ ექნებათ, _ დასძინა ჯინჭარაძემ.
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ბახმაროში ელექტროსისტემა “ენერგო პრო ჯორჯიას” დაქვემდებარებაში გადავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიას კურორტის გამრიცხველიანების ვალდებულებაც ექნება, რაც სეზონზე მრავალწლიან პრობლემას _ დენის გადასახადის ხელზე აკრეფას და მავანის ჯიბეში ჩადებას გამორიცხავს,
როგორც გავარკვიეთ, ახალ აიპ-ს დავით საჯაია უხელმძღვანელებს, რომელიც ამჟამად გამგეობის შესყიდვების სამსახურის თანამშრომელია.






























































