საუბარია ბუტა რობაქიძის საქმეზე ორი მოწმის _ მაიზერ ლიპარტელიანსა და ლევან ლობჟანიძეზე, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება შეცვალეს.
მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა პაიჭაძე ყოფილი პატრულების დაკავებას ადასტურებს: “სისხლის სამართლის 37-ე პრიმა მუხლით რაც გულისხმობს მოწმის ან დაზარალებულის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა, რაც 2-4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მაიზერ ლიპარტელიანი გამოძებამ 4-ჯერ დაკითხა და ყველა ჩვენებაში აცხადებადა რომ შემთხვევის ადგილზე იარაღი არ უნახავს. ფირცხალავას მიერ გავრცელებული ვიდეოს მერე კი განაცხადა თითქოს გაახსენდა 1 ავტომატის და “ბარაბნიანი” იარაღის არსებობა. გამოძიებამ 9 წლის მანძილზე არაერთხელ დაკითხა ლობჟანიძეც, რომელიც ყოველთვის ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლეოდა,” _ განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ “გურია ნიუსთან”.