ჯგუფი ახლად დანიშნული 12 გამომძიებლისგან შედგება, რომლებმაც მთავარ პროკურატურაში სტაჟირება 1 წლის წინ გაიარეს.
“ამ დროისთვის, პროკურატურაში 1500-მდე საჩივარია შესული, სადაც პრეტენზიაა გამოთქმული ყოფილი და მოქმედი გამომძიებლების მიმართ. ჩვენ მოვახდინეთ ამ საჩივრების კლასიფიკაცია და 12 გამომძიებლისგან შევქმენით ცალკე საგამომძიებლო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის მხოლოდ ამ საჩივრებს. მათი შესწავლის შედეგად ინდივიდუალურ რეჟიმში მივიღებთ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროკურორთან დაკავშირებით. ჩვენ რომ ეს პრეტენზიები დავითვალოთ, გამოვა რომ 333 პროკურორიდან, რომლებიც მე პროკურატურაში მოსვლისას დამხვდნენ, საჩივარი 322-ს ანუ თითქმის ყველას ეხება,” _ განაცხადა არჩილ კბილაშვილმა მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე.