ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა კირსან ილუმჟინოვთან ბიზნესცენტრში გაიმართა.
შეხვედრას სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი და მინისტრის პირველ მოადგილე – ზურაბ აზმაიფარაშვილი დაესწრნენ. მხარეებმა საქართველოში ჭადრაკის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან ჭადრაკი ითამაშა.
“ჩვენი სურვილია, რომ თბილისმა ჭადრაკის დედაქალაქის ფუნქცია შეიძინოს. ქართულ ჭადრაკს ძალიან დიდიტრადიცია გააჩნია და ეს ტრადიცია აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,”–განაცხადა კირსან ილუმჟინოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ,” _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.