თითქოს “თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ტაძრები _ ოშკი (X ს.) და იშხანი (VII ს.), რომელთა აღდგენასაც საქართველო აპირებს, სომხურ ქალკედონურ ეკლესიებს წარმოადგენს.”
მასალაში კარაპეტიანის განაცხადების სხვა ნაწილებიც არის ციტირებული, რომელშიც იგი აცხადებს, “რომ არა მხოლოდ ეს ორი ეკლესია, არამედ ბევრი სხვა ეკლესიებიც, ისტორიულად სომხურ პროვინცია ტაიქში, მაგალითად ბანაქი ძალიან ჰგავს ერევნის მახლობლად მდებარე ცნობილ ევარტნოცის ეკლესიას და წარმოადგენენ სომხურ-ქალკედონურს, ვინაიდან სომეხმა ქალკედონიკებმა ააშენეს.”
მტკიცებულებად კი მას ის ფაქტი მოჰყავს, რომ თითქოს ადგილობრივი მოსახლეობა ოშკს ოშკვენქს ეძახის (ბანქ სომხურად ტაძარს ნიშნავს). გარდა ამისა, იგი წუხს, რომ მრავალი წელია საქართველო სომხურ ეკლესიებს ითვისებს, სომხეთის ხელისუფლება კი ამაზე დუმს. პერიოდულად კი საქართველოში ამ თემაზე წიგნებიც გამოიცემა, სომხეთში ტაოში არსებული არქიტექტურული ძეგლების შესახებ არაფერი იბეჭდება.