“როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმება ავტომატურ რეჟიმში სწავლის შეწყვეტას არ იწვევს. ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ სტუდენტები სწავლას წლის ბოლომდე გააგრძელებენ, ხოლო როგორც კი იმ სტანდარტების გაუმჯობესება მოხდება, რაც უნივერსიტეტის ავტორიზაციისთვისაა დადგენილი, მაშინვე შესაძლებელი იქნება ავტორიზაციის აღდგენა.
შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა დამოკიდებულია იმ პირობებსა და სტანდარტებზე, რომელსაც უნივერსიტეტი უნდა აკმაყოფილებდეს და ამის დაკავშირება რაიმე პოლიტიკურ მოტივთან, არ მიმაჩნია, სწორად. მით უფრო, როგორც განხილვისას ითქვა, თავად უნივერსიტეტის წარმომადგენლები არ უარყოფენ, რომ დარღვევები იყო”. _ აცხადებს ბესელია.