გერმან მარშალის ფონდის ეგიდით ორგანიზებული ფორუმი წელს რიგით მერვედ ტარდება და მასზე იკრიბებიან მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები. წელს ფორუმის სტუმრებს შორის არიან, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში – შტეფან ფულე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში – ქეთრინ ეშტონი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნიკოლაი მლადენევი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – კარლ ბილდტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. თედო ჯაფარიძე სიტყვით გამოვა დახურულ სადილზე, მისი გამოსვლა შეეხება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ კუთხით ევრაზიული კავშირიდან მომდინარე საფრთხეებს. ფორუმის ფარგლებს გარეთ, თედო ჯაფარიძეს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში 19 მარტს დაბრუნდება. აღსანიშნავია, რომ ამავე ფორუმში საქართველოდან მონაწილეობას იღებს ასევე თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ალასანია.