“ბრალდება ეხებოდა 20 მილიონზე მეტი ოდენობის თანხის გაფლანგვას ან მითვისებას. საუბარია 5 მილიონზე, რომელიც პარტიულ აქტივისტებს დაურიგდათ და 10 მილიონზე, სადაც ტელევიზიის ეპიზოდზეა საუბარი. შესაბამისად, როდესაც ბრალდება ამხელს მსგავს ქმედებაში, მაშინ ერთი მილონის გირაოს მოთხოვნა ადექვატურია.” _ განაცხადა კბილაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, _ რატომ არ მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობა აღკვეთი ღონისძიების სახით, კბილაშვილმა განაცხადა:
“ცნობილი ტერმინებია, არ გაიქცევა, არ მიიმალება, მოწმეებზე ზეგავლენას არ მოახდენს. ამ შემთხვევაში, ის რაც პატიმრობის საფუძველია, არ იქნა გაზიარებული ჩვენს მიერ, მინიმუმ არჩევითი პირია, პოლიტიკური მოღვაწეა და საკმარისად ვცანით გირაოს საკითხი.”