და იმედი გამოთქვა, რომ ამიერიდან მოსამართლეთა კორპუსს წინასწარ დაგეგმილი ორგანიზაციული სტრატეგიის გარეშე შეხვდება.
მან საკმაოდ მკაცრად და კრიტიკულად შეაფასა სასამართლოს 9-წლიანი საქმიანობა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების მთავარი პრობლემა იყო არა პრეზიდენტი და რომელიმე მინისტრი, არამედ სასამართლოსა და პროკურატურის არასამართლიანი კავშირი და შესაბამისად, მიღებული უკანონო გადაწყვეტილებები.
“ეს, ალბათ, სასამართლოს ბრალი იყო არა იმ ხარისხით, როგორიც პროკურატურის, მაგრამ სასამართლო ვერ აიცილებს წილ პასუხისმგებლობას – საუბარი მაქვს მორალურ პასუხისმგებლობაზე, რადგან ჩვენ გვაქვს გირგვლიანის განაჩენი, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ გითხრათ – სასამართლო შეეკრა პროკურატურას, რათა მართლმსაჯულება არ გახორციელებულიყო!
10 წელი სტრასბურგში სწორედ თქვენი განაჩენების კითხვაში გავატარე და კარგად ვიცი, რა იყო მართლმსაჯულების პრობლემა.”
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში “ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლეთა კორპუსთან შეხვედრას მართავს. შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრება.