“გასული წლის 15 ნოემბრიდან სამართალდამცავ სტრუქტურებში მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე ეპიზოდზე უკანონო და ტოტალურ მოსმენებთან დაკავშირებით. ეს არის ჯგუფური დანაშაული, რომელშიც, ამ ეტაპზე, მხილებულია ყოფილი კუდ-ის რამდენიმე თანამშრომელი. რამდენიმე დღის წინ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, რომლის განცხადებით ირკვევა, რომ, ჩვენ მიერ 15 ნოემბერს აღმოჩენილი ჯგუფის ერთი წევრი შესაძლოა, ვერ მიხვდა, რომ ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვალა და ინერციით აგრძელებდა მის მოსმენას.
ამ საქმეს ვიძიებთ და თუ ეს ყველაფერი დადასტურდა დადგება დამატებითი ბრალის წარდგენის საჭიროება. სამწუხაროდ, ვერ გავექცევით იმ რეალობას, რომ უკანონობას მიჩვეულია კადრები, რომლებიც არ დავითხოვეთ და აგრძელებენ ძველი პრაქტიკით მუშაობას, ეს ეხება პროკურატურასაც”.
წულუკიანის თქმით, გამოძიება დაადგენს უსმენდნენ თუ არა ძველი კადრები ოქრუაშვილს ინერციით თუ კონკრეტული პირის დავალებით.