დანარჩენები კი ვერ აკმაყოფილებენ ახალი კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე “გურია ნიუსთან ” საუბარში ამბობს, რომ იუსტიციის მინისტრი ამ საკითხში ცდება: “ერთი კი არა, შეიძლება ბევრი მოსამართლე დარჩეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. იუსტიციის მინისტრი ცდება ამ საკითხში. ვენეციის კომისიამ სულ სხვა რამ ჩაწერა და სამწუხაროა, რომ წულუკიანი ისევ ძველ პოზიციაზე რჩება”.
კოტე კუბლაშვილი იუსტიციის მინისტრთან შეხვედრასაც შეეხო და განაცხადა, რომ სამი შეხვედრის მიუხედავად, ისინი ძირეულ საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.