საჯაიას კითხვა ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას შვილმა ვიღაც დაჭრა. დეპუტატმა თავისი კითხვა ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: “ვინ გამოიძია ეს საქმე, თქვენმა ჯიბის პოლიციამ?”
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიას შვილთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და არც დაზარალებული გამოჩენილა, შესაბამისად, გამოსაძიებელიც არაფერი იყო. საჯაიას კი განუცხადა, რომ ამ სიტყვების გამო პოლიციელებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა.