უნივერსიტეტის ორგანიზატორობით და „ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“, „საქართველოს ეკონომისტთა ასოციაციის“ და „თვითმმართველობისა და რეგიონების თავისუფალი ინსტიტუტის“ პარტნიორობით გაიმართება კონფერენცია თემაზე _ „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების თანამედროვე გამოწვევები“.
5 აპრილის კონფერენციის მიზანი იქნება, ერთი მხრივ, გასულ პერიოდში თვითმმართველობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეჯამება, ხოლო მეორე მხრივ, განხილული იქნება ის საკითხები, რაც მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ კონცეფციაშია მოცემული (კონცეფცია გამოქვეყნდა 21 თებერვლის მთავრობის სხდომაზე).
კონფერენციაზე დასწრება და საკითხების განხილვაში მონაწილეობა შეუძლიათ აღნიშნული საკითხებით დაინტერესებულ აკადემიურ წრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.