ამის შესახებ “გურია ნიუსს” სანდო წყარომ აცნობა. როგორც ამბობენ, ზოგადად ბავშვების ინტოქსიკაცია, პირველადი შეფასებით, აეროზოლურ, CO-თი მოწამვლას ჰგავს; თუმცა, იქ CO არ უნდა ყოფილიყო. პირველი შემოყვანილი ბავშვიდან 15 წუთის შემდეგ, საავადმყოფოში მოსწავლეთა მთელი ნაკადი შემოვიდა.”
როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანილი ბავშვები, ქობულეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. მაგრამ, იმის გამო, რომ აღნიშნულ სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ბავშვები №2 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მეორე ცვლაში სწავლობენ.
“გურია ნიუსი” ბავშვების მოწამვლის ფაქტს სხვა წყაროებთან და ოფიციალურ სტრუქტურებში ახლაც აზუსტებს.